Category Archives: შოუბიზნესში

07.09.2010. დათო ხუჯაძე – “სიმპატიჩნი გრუზინი” “ნესიმპატიჩნი” მოსკოვიდან

 საქართველოდან შვიდი წლის უკან, “ვარდების” ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მოსკოვში გადახვეწილი დათო ხუჯაძე შემოქმედებით წვაშია, სულ ცოტახნის უკან მორჩა ახალი კლიპის გადაღებას სტოკჰოლმში, თბილისში ერთი დღით ჩამოსვლაც მოასწრო, მშობლების მონახულებაც, მერე ერევანში გადაფრენაც და ასე “ჩიტო-გვრიტოსავით” დაუბრუნდა თავის სამუშაო სტუდიას.
დათო ხუჯაძე, ქართული პოპულარული ჯგუფ “სახეს” (მანამდე “ფლეშის”) წევრი იყო, რომლის დაშლის შემდეგ მომღერალი პოლიტიკაში აღმოჩნდა და ახალი ხელისუფლების პირველი მოძულის – ასლან აბაშიძის დიდი მონდომებით, პარლამენტის სკამზეც აღმოჩნდა (მართალია სულ რამდენიმე წუთით, მაგრამ მაინც), მისი ჯგუფის ყოფილი წევრებიდან – გოგა ხაჩიძე დღეს მინისტრია, დათო ფორჩხიძე მთავრობასთან დაახლოებული ხელოვანი (!), ძველი ჯგუფის – “ფლეშის” წევრები კი, ისინიც ხელისფლებაში, კულტურის სამინისტროს თანამშრომლები არიან. ასე, რომ ერთადერთი დათო ხუჯაძე აღმოჩნდა რომელმაც საბოლოოდ აირჩია
საკუთარი პოლიტიკა და სიმღერას ბოლომდე მიაწვა (ვაღიაროთ, ეს საქმე ყოველთვის უკეთესად გამოსდიოდა), ამიტომაც დღეს პოპულარული და მაღალანზღაურებადი მომღერალია, ყოველშემთხვევაში მისი ჰონორარის გადახდა საქართველოში ცოტას თუ შეუძლია (ბოლოს ეს, “ეკოს” ბენზინგასამართი სადგურების მფლობელმა, პარლამენტარმა გოდერძი ბუკიამ შეძლო – ხობის საერთაშორისო ფესტივალზე, შარშან), ამიტომაცაა, რომ დათო
ხუჯაძე (სოსო პავლიაშვილისა არ იყოს) აღარ მღერის ქართველებისთვის საქართველოში, სამაგიეროდ მას ყოველთვის დიდი მონდომებით უსმენენ – ერევანში, ალმა-ათაში, მოსკოვში, პეტერბურგში, ნიუ-იორკში და მოკლედ, ყველგან – მინუს თბილისი! დასანანია და როგორც ჩვენი მოძმე რუსები ამბობენ ხოლმე “ა, ჟალ, ჟალ”.

26.08.2010. მოსკოველი ქართველის სოლო, – ბათუმში

დიანა ლაბაძე ბათუმის სასტუმრო “შერატონში” მოსკოვიდან საქართველოში დროებით დაბრუნებული მომღერალი – უმშვენიერესი ქალბატონი, დიანა ლაბაძე სოლო-კონცერტით წარსდგა ელიტარული მაყურებლის წინაშე, სადაც ჯაზის და რუსული სიმღერების გარდა ორი ახალი სიმღერის პრეზენტაციაც მოაწყო – ერთი, მერაბ სეფაშვილთან (რუსა მორჩილაძის სიმღერაზე შექმნილი) და მეორე ზურა ხაჩიძესთან ჩაწერილი დუეტი. ავთო ცქვიტინიძის კაბაში გამოწყობილი ლამაზი ქალბატონი მონდომებით უმღეროდა დამსწრე საზოგადოებას და თავს არ იშურებდა თავისი პროფესიონალიზმის გამოსავლენად, რაც გამოუვიდა კიდეც, ამაზე დამსწრეთა აპლოდისმენტები და დიანასადმი კეთილგანწყობა საუბრობდა.
თამაზ ნიკოლაიშვილი ამ საღამოს ორგანიზატორი იყო, თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ მდიდრული სოლო-კონცერტი დიანას მშობლებმა დააფინანსეს. ბათუმელი პედაგოგის გადაწყვეტილებით და მშობლების დახმარებით მომღერალმა ლამაზი კონცერტი აჩუქა ქართველ მსმენელს. დიანა სექტემბრის თვეში მოსკოვს უბრუნდება, თუმცა მესიჯად ტოვებს ამბავს იმის შესახებ, რომ კვლავ დაბრუნდება და მსმენელთა უფრო ფართო წრისთვის კვლავ ჩაატარებს კონცერტს.

24.08.2010. სოსო პავლიაშვილი მალე მამამთილი გახდება

სოსო პავლიაშვილი საქართველოდან კარგახნის წინ გადახვეწილი, მაგრამ ყოველთვის საქართველოზე უზომოდ შეყვარებული (თუმცა აქ, მავანთაგან ერის მოღალატედ შერაცხული) სოსო პავლიაშვილი, მალე მამათილის წოდებას მოირგებს, როგორც ჩანს მას უკვე აღარ შესწევს ძალა თავისი პირველი შვილის (ქართული ქორწინებიდან) ლევანის გატაცებებს ხელი შეუშალოს, რადგან ჩანს ამჯერად საქმე სერიოზულადაა.
ლევანი მამასავით მექალთანე “გრუზინი” აღმოჩნდა და ამით შეწუხებულ სოსოს უკვე სერიოზულად მოუსმენია მისი გადაწყვეტილებისთვის, რომ ის და პოპულარული ჯგუფ “სლივკის” ყოფილი სოლისტი კარინა უნდა დაქორწინდნენ.
23 წლის ლევან პავლიაშვილი მოსკოვის სუვოროვის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთვარებულია და სრული სამხედრო განათლება აქვს მიღებული (რომელსაც იმედია თავისი მამის შვილი, ადრე თუ გვიან მაინც საქართველოს მოახმარს), თუმცა კარგად გვახსოვს 2000 წელს “მეგას” დაჯილდოების ცერემონიალზე, როცა მან მამამისის კუთვნილი “მეგას” სტატუეტკა მიიღო (სოსოს აზერბაიჯანში გასტროლების გამო) სცენაზე მაშინ პატარა ლევანიმ განაცხადა, რომ თავადაც ძალიან უყვარდა სიმღერა და უნდოდა მომღერალი გამოსულიყო. ჩანს მალე ქართველების საყვარელი ჯგუფის “სლივკის” ყოფილი წევრი ქართველების რძალი გახდება.

წყარო: www.stars.ge

დატოვე კომენტარი

Filed under შოუბიზნესში

09.11.2010. ნინო წიკლაური მოსკოვის შოუ-ბიზნესში დარჩენას არ აპირებს

ნინო წიკლაური ტელეკომპანია “პირველი სტრეოს” ყოფილი მუსიკალური ხელმძღვანელი, გიგა კვენეტაძის მენეჯერი და ახლა უკვე მისი მეუღლე ნინო წიკლაური, არცისე ცოტა დროა რაც მოსკოვში გადავიდა, თუმცა ჟურნალისტებთან ურთიერთობისას აცხადებს, რომ იქ დარჩენას სამუდამოდ ნადვილად არ აპირებს, უბრალოდ იქ შემოქმედებითად მეტად გახსნილი სივრცეა, ნაცნობების გახსნილი წრეც უფრო ფართოა და ხელოვნების მოყვარულ ადამიანს მეტი რად უნდა?
რამდენიმე წლის წინ ნინო წიკლაური “მეგას” დაჯილოდების ცერემონიალზე “საუკეთესო მენეჯერის” ტიტულის მფლობელი გახდა, ამ მხრივ ნინოს ახალი იდეები აქვს, რომელიც შემოთავაზებებიდან გამომდინარეობს. საქმე იმაშია, რომ რუსეთში დაბადებულ-გაზრდილმა ახალგაზრდა მომღერალმა ანა ჩაკმა მას საკუთარი პოპულარიზაციისთვის საქართველოში პროდუსერობა ნინოს შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო.
ნინო მოსკოვში, საქართველოში მიღებულ რუსულ განათლებასაც სათავისოდ იყენებს და მომღერლებისთვის რუსულენოვან ტექსტებს წერს მუსიკისთვის, რომლის არანჟირებასაც მისი მეუღლე გიგა კვენეტაძე აკეთებს სტუდიაში, სადაც დათო ხუჯაძე მუშაობს.
ნინო წიკლაური საქართველოში საახლაწლოდ აპირებს დაბრუნებას, რის შემდეგაც გადაწყვეტს თავისი საქმიანობის საქართველსოთან დაკავშირებულ გეგმებს.

==========================================================

13.10.2010. ანი ხანჩალიანი საერთაშორისო “ვარსკვლავთ შოუზე” აღიარეს

ანი ხანჩალიანი პატარა ნიჭიერი გოგონას შემოქმედაბში დიდი წინსვლაა, ტელე-კომპანია “რუსთავი 2”-ს პროექტ “ნიჭიერის” მონაწილე, მომღერალი ანი ხანჩალიანი მაკედონიის საერთაშორისო კონკურსის – “ვარსკვლავები”, პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მომღერალმა ხელშეკრულება გააფორმა საერთაშორისო საკონცერტო კომპანია “მაქსიმუმთან” რომელსაც ქართველი ხელმძღვანელი, საქართველოდან რამდენიმე წლის წინათ წასული, ქართული შოუ-ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი და მენეჯერი ეკა ჩიტაშვილია. სწორედ ეკა ჩიტაშვილი და კომპანია “მაქსიმუმი” გახდა ნიჭიერი მომღერლის საერთაშორისო პროდუსერი, რომელიც უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ხმის ჩამწერ სტუდიებთან ანის სოლო-ალბომის გამოცემასა და საერთაშორისო მაშტაბით მის პოპულარიზაციაზე.
მაკედონიის საერთაშორისო ფესტივალი “ვარსლკვლავები” ყოველწლიურად შემოდგომაზე იმართება და შესაბამისად მომავალ 2011 წელს, საქართველოს უფლება აქვს კვლავ წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა, – მსურველთა განაცხადებების მიღება და შესარჩევი კონკურსის გამართვა მოხდება ინტერნეტ-ჟურნალ “ვარსკვლავების” დახმარებით, პირველადი განაცხადების მიღება მოხდება მაილზე stars7771@narod.ru