Category Archives: წარმატებულნი

ღმერთმა მეტი შეაძლებინოთ იმ ქართველებს, რომლებმაც უცხოეთში გზა გაიკვალეს წარმატებისკენ, მოიპოვეს აღიარება, სახელი, ფული. ვინძლო დაუდგეს საქართველოს ის დრო, როცა ისინი სამშობლოსკენ იზამენ პირს და თავის ცოდნას, ნიჭს, ხელოვნებას, გამოცდილებას, ფულს თავის ქვეყანას მოახმარენ. საზოგადოებამ მათ შესახებ რაც შეიძლება მეტი უნდა იცოდეს, ეს გულსწაცხებული მალამოსავითაა.

ვინ არის ”დინამოს” ახალი მეპატრონე რომან ფიფია და როგორ იშოვა ფული

Ambebi.Geუკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ თბილისის ”დინამოს” ამჟამად საფრანგეთში მცხოვრები და რუსეთში კაპიტალნაშოვნი ბიზნესმენი, რომან ფიფია ჩაიბარებს. Continue reading
Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ბიზნესში

განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოდან ინტელექტი მხოლოდ გაედინება

ფიზიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ეს ის დარგებია, რომლებშიც საქართველომ ყველაზე დიდი “ინტელექტუალური მარაგი” “გაასხვისა”. “ბრეინ დრეინი”, სიტყვასიტყვით, “ტვინების გადინება” და იგივე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ემიგრაცია ის პრობლემაა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, განსაკუთრებულად მწვავედ დგას.
სრულად

დატოვე კომენტარი

Filed under მეცნიერებაში

ვიქტორ სანიკიძე

 „მილანში „ვშოპინგობ“ და შინ ყოველთვის დატვირთული ვბრუნდები“

Tuesday, 03 August 2010 12:21 კობა ინასარიძე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების 2 მეტრი და 3  სანტიმეტრის სიმაღლის თავდამსხმელი ვიქტორ სანიკიძე 24 წლისაა, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა.  საქართველოს ჩემპიონატში ყველაფერი მოიგო, ხელი არც ევროპულ გუნდებში დაუკლია და ამ ორი-სამი წლის წინათ ნბა-ში გადასვლამდეც სულ ცოტა დააკლდა. მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, გაისად უკვე იქ იქნება, სადაც კალათბურთის ვარსკვლავები თამაშობენ – ოკეანის გაღმა, ამერიკაში…

იტალიიდან ამერიკაში
– არა, ჯერ შანსი არ არის, სათამაშოდ ამერიკაში წავიდე, ახლანდელ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაქვს, რასაც ვერ დავრღვევ… ისე, როგორ არა, შეიძლება კონტრაქტის დროზე ადრე შეწყვეტაც, მაგრამ რა ძალა მაქვს, ძალიან დიდი ჯარიმა მექნება გადასახდელი და ესეც რომ არა, ამერიკაში თამაში ჯერ ძალიანაც არ მეჩქარება. ჩემი დროც მოვა. ჯერჯერობით კი იტალიაშიც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, აქ კიდევ უკეთ მოვემზადები და გაისად ამერიკაშიც უფრო თამამად წავალ…
ახლა ვიქტორ სანიკიძე იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდში, ბოლონიის „ვირტუსში“ თამაშობს და როგორც ყველა ლეგიონერი, შინ იშვიათად ჩამოდის. იტალიაში კი როგორ ცხოვრობს და რით ერთობა, ამას ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თავად გვიყვება… თუმცა იქამდე…   სრულად

==================================================================
===================================================================

“ლელო ”
# 23 (13 011)
30 იანვარი, შაბათი, 2010 წელი
ჩატენვა ქულების მოგროვების უმოკლესი გზაა!

ვაჟა სიმონიშვილი

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე იტალიურ “ვირტუსში” საშუალოდ 20.2 წუთს თამაშობს, 6.6 ქულას, 4.9 მოხსნას, 0.5 პასს და 0.8 დაფარებას აგროვებს.
ასეთ სტატისტიკას ეფექტურს ვერ ვუწოდებთ, ნორმალური მონაგარია, თუმცა იტალიელი ჟურნალისტები მაინც მის ეფექტურ თამაშზე წერენ: საქმე ისაა, რომ ვიქტორი ხან 5 დაფარებას აგროვებს, ხან 15 მოხსნას, ხან სანახაობრივი ჩატენვებით ანებივრებს გულშემატკივარს, ხან ბოლო წამებზე თამაშობს გადამწყვეტ როლს.
ასე რომ, ქართველი ფორვარდისადმი უცხოელ მედიელთა დაინტერესება არ უნდა გაგვიკვირდეს. იტალიის ქალაქ კრემონაში ჟურნალისტი ნიკოლა მეძარი სანიკიძეს სასტუმროში შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ მის სრულ თარგმანს.
– ადრეული ასაკიდან დავიწყოთ. ვიდრე კალათბურთს პროფესიად აირჩევდით, ფეხბურთელი იყავით?
– არა. ეს, ალბათ, ერთ-ერთ ინტერვიუში წაიკითხეთ. ჟურნალისტს მხოლოდ ის ვუთხარი, რომ საქართველოში ყველა ფეხბურთს თამაშობს. იმიტომ, რომ შედარებით იოლია, საჭიროა ბურთი და სივრცე. კალათბურთელს კი ბურთის გარდა კალათი სჭირდება. სხვათა შორის, კალათბურთის ჯგუფში შესვლამდე ბურთი ნასროლი არც მქონდა.
– რამ გადაგაწყვეტინათ კალათბურთის არჩევა?
– ორი წლით უფროსი ძმა მყავს, რომელმაც ტანი მალე აიყარა და კალათბურთზე შევიდა. ერთ დღესაც, სკოლიდან რომ დავბრუნდი და ძმა შინ არ დამხვდა, ვიკითხე, სად არის-მეთქი. როცა გავიგე, რომ დარბაზში იყო სავარჯიშოდ, ტირილი დავიწყე. ამის მერე ჩემმა ძმამ მწვრთნელს სთხოვა და მის გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, თუმცა მალევე გაიხსნა ჩემი ასაკის ჯგუფი და ვარჯიში თანატოლებთან განვაგრძე.
– ძალიან ახალგაზრდა ამერიკაში გადახვედით…
– 16 წლის ვიყავი, როცა სასწავლებლად ნიუ იორკის კოლეჯში გავეშურე და მის გუნდში ვთამაშობდი.
– 16 წლისას უცხოეთში თამაში არ გაგიჭირდათ?
– ძალიან ძნელი იყო ოჯახისგან მოშორებით ცხოვრება. თან ვერც ინგლისურად ვლაპარაკობდი. არც კოლეჯის ორგანიზაცია იყო მოწესრიგებული. თავად განსაჯეთ: საკალათბურთო ფეხსაცმელიც არ მოუციათ. ასეთი რამ ევროპაში არ მოხდებოდა…
– ფეხსაცმელი საკუთარი ხარჯით იყიდეთ?
– ბედად, საქართველოდან წავიღე.
– კარგი მომხსნელი ხართ. შეიძლება, დენის როდმანს შეგადაროთ?
– 14 წლამდე ჩემთვის კალათბურთი მხოლოდ ქულები იყო, მხოლოდ ჩაგდებულ ბურთებს ვითვლიდი. ყველა ბავშვი მექულეობაზე ოცნებობს და არავის სურს, როდმანს ჰგავდეს, რადგან იგი მხოლოდ მოხსნებში იყო ძლიერი.
– კალათბურთელთაგან ვინ მიგაჩნიათ საუკეთესოდ?
– მაიკლ ჯორდანი. მას კონკურენტი არ ჰყავს.
– მოქმედი კალათბურთელებიდან?
– NBA-ში მოთამაშე არაამერიკელთაგან დირკ ნოვიცკი მომწონს. ჯინობილის თამაშის ყურებაც მსიამოვნებს. ისინი ძალიან ძლიერები არიან.
– ამერიკაში წასვლამდე ჯინობილიც �ვირტუსში� თამაშობდა… მის მიერ გავლილ გაკვალულ გზაზე სიარულს ხომ არ აპირებთ?
– დიახ.
– თქვენი თამაშის სტილი მატიას სმოდიშისას მაგონებს…
– მართლა? არასოდეს არავისთვის მიმიბაძავს. რომ დავფიქრდე, შეიძლება, რაღაც მსგავსება მეც აღმოვაჩინო…
– საზაფხულო ლიგაზე �სან ანტონიოს� მაისურით ითამაშეთ. როგორ გაიხსენებთ �სპურსში� მიღებულ შთაბეჭდილებებს?
– დიდი გამოცდილება მივიღე. საწყის მატჩებში სათამაშო დრო შეზღუდული მქონდა, შემდეგ მწვრთნელი მენდო და ორი კარგი თამაში ჩავატარე. თუმცა საზაფხულო ლიგა ბოლომდე ვერ ჩავამთავრე: კოჭი დავიზიანე და სასწრაფოდ ექიმებს უხმეს, მოტეხილობა ეგონათ… საზაფხულო ლიგა ჩემთვის ამით დასრულდა.
– �სან ანტონიოს� მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი თუ გაიცანით?
– საზაფხულო ლიგამდე გავიცანი. მანამდე გუნდთან ერთად 7 თვე ვივარჯიშე, ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გავდიოდი.
– ამერიკაში რა პოზიციაზე გათამაშებდნენ?
– კოლეჯში მძიმე ფორვარდი ვიყავი, �სპურსში� – მესამე ნომერი, ანუ მსუბუქი ფორვარდი.
– რომელ ამპლუაში გრძნობთ თავს უკეთესად?
– ძნელი სათქმელია. როცა მეოთხე ნომრად ვთამაშობ, თანაამპლუელ მეტოქეზე სწრაფი ვარ, ხოლო თუ მესამე ნომრად ვირჯები, მოწინააღმდეგეზე მაღალი ვარ.
– სამქულიანებს კარგად ისვრით, თუმცა იშვიათად…
– მწვრთნელი ყოველთვის მეუბნება: სატყორცნ პოზიციაში როცა აღმოჩნდები, სროლა არ დააყოვნო. სამქულიანების ტყორცნა სათამაშო სიტუაციებზეა დამოკიდებული.
– შარშან ზაფხულს საქართველოს ნაკრებში ითამაშეთ…
– ყოველ ზაფხულს ვთამაშობ. 6 წელიწადია, ნაკრებში ვარ…
– 2009 წელი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. თქვენ კი პლეი ოფში ბელარუსთან ჯერ 19 ქულა და 11 მოხსნა მიითვალეთ, შემდეგ – 18 ქულა და 10 მოხსნა.
– მართლაც დაუვიწყარი ზაფხული იყო. თბილისში ბელარუსთან გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ნაკრების უკან მთელი საქართველო იდგა. ხალხი ძალიან გავახარეთ, ომის შემდეგ მათ სწორედ ასეთი წარმატება სჭირდებოდათ, რათა უარყოფითიდან კონცენტრაცია დადებითისკენ გადმოეტანათ. მოხარული ვარ, რომ თუნდაც ერთი წამით პრობლემები დავავიწყეთ.
– მატჩის საუკეთესო მომენტები ვნახე. დარბაზი სავსე იყო…
– თბილისის არენა ბოლომდე გაივსო. ბილეთები სამი დღით ადრე გათავდა, მხოლოდ მცირე რაოდენობა შემოინახეს თამაშის დღისთვის. მათ საყიდლად ხალხი დილის 7 საათზე ჩადგა რიგში, გაყიდვა 11:30-ზე დაიწყო.
– ახლა იტალიაზე ვთქვათ. თავიდან ხშირად ჯარიმდებოდით…
– ალბათ ვღელავდი. ამ საკითხზე მწვრთნელებსაც ვესაუბრე და მითხრეს, რომ იტალიაში არ მიცნობდნენ და ლოგიკური იყო, სხვებთან შედარებით მეტ ფოლს რომ მაძლევდნენ. მწვრთნელებმა დამარიგეს, ჯარიმებზე არ მეფიქრა და ჩემს დროს დავლოდებოდი.
– თანაგუნდელ დუშან ვუკჩევიჩთან განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვთ. მოედანზეც და მის მიღმაც მას ხშირად ესაუბრებით…
– ყველა თანაგუნდელი ჩემი მეგობარია. დუშანი კაპიტანია და იცის თავისი საქმე როგორც მოთამაშემ და როგორც ლიდერმა: იგი ცდილობს, ყველა საკითხში დამეხმაროს, გამაცნოს იტალიის ლიგა და მირჩევს, როგორ მოვიქცე მოედანზე.
– მწვრთნელების მითითებით სიმშვიდე შეინარჩუნეთ და აფეთქებები �ტერამოსთან� მატჩით დაიწყეთ. ბოლო წამებზე თქვენმა დაფარებამ �ვირტუსს� მოაგებინა.
– ყველაფერი დაფარებებიდან იწყება…
– რას გრძნობდით იმ დაფარების შემდეგ?
– ვიგრძენი, რომ თამაში მოვიგეთ. გახარებული ვიყავი.
– მერე იყო �ვარეზესთან� მოგროვებული 12 ქულა და 15 მოხსნა.
– ტრავმირებული გვყავდა ცენტრი დიეგო ფახარდო. სულ სამი მეფარე ვიყავით და ვიცოდი, რომ მეტი სათამაშო დრო მექნებოდა. გარდა ამისა, ტრავმების გამო გვაკლდნენ ბლიძარდი და პენი. რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით, თუმცა ვეცადე, მეტად მობილიზებული გამოვსულიყავი და ნაკლები შეცდომა დამეშვა. საბოლოოდ, 12 ქულა და 15 მოხსნა მომიგროვდა და მატჩი მოვიგეთ.
– საინტერესოა, იმისთვის, რომ ეფექტურად ითამაშოთ, არა არის აუცილებელი ბურთი ხელთ გქონდეთ
– თამაში მხოლოდ დაფარებები და ჩაჭრები არ არის. საჭიროა შეტევაშიც ისევე დამაჯერებელი იყო, როგორც დაცვაში.
– კარგი, მაშინ თქვენს შთამბეჭდავ ჩატენვებზე ვისაუბროთ.
– თუ ხტომა შეგიძლია, ჩატენვა ქულების მოგროვების უმოკლესი გზაა. ამ დროს დაფარების რისკიც მცირდება და აცილებისაც.
– ყველაზე მეტად რომელი ზემოდან გდება დაგამახსოვრდათ?
– �ვარეზესთან� სამქულიანი ზონიდან საჯარიმოში შევედი და შეტევა ჩატენვით დავასრულე.
– სამომავლო გეგმები როგორია?
– “ვირტუსთან” 2+1 სისტემის კონტრაქტი სეზონის დასაწყისში გავაფორმე. ბოლონიაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ.
– დავივიწყოთ, რომ ჩვენ გვერდითაა გუნდის მენეჯერი…
– იგი ჯერ ჩემი მეგობარია და შემდეგ “ვირტუსის” მენეჯერი. მართალს ვამბობ, აქ თავს კარგად ვგრძნობ და მომავალსაც ბოლონიურ კლუბს ვუკავშირებ. მადრიდის “რეალში” ან “ბარსელონაში” რომ მიმიწვიონ, ახლა “ვირტუსს” ნამდვილად არ დავტოვებ. არა მგონია, რომ ამ სამ გუნდს შორის დიდი განსხვავება იყოს. ბოლონიიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუ NBA-დან მივიღებ შემოთავაზებას.
– NBA-ზე ფიქრობთ?
– რატომაც არა?! ამერიკაში თამაში ჩემი ოცნებაა.
– “სან ანტონიოსთან”  კავშირი ახლაც გაქვთ?
– დიახ.
– არის შანსი, რომ საზაფხულო ლიგაზე კიდევ გიხილოთ?
– ამერიკელები ლიგებზე საასპარეზოდ ყოველწლიურად მიწვევენ. შეიძლება, წლეულს ვითამაშო.
– ვფიქრობ, კუნთების მასა მოსამატებელი გაქვთ…
– მეც ასე ვფიქრობ, თუმცა საკლუბო სეზონის დასრულებას მალევე მოჰყვა სანაკრებო შეკრება და ეროვნული გუნდის მწვრთნელს ნამდვილად ვერ ვეტყოდი, ვერ ვივარჯიშებ, რადგან შტანგა უნდა ავწიო-მეთქი. ერთ ზაფხულს აუცილებლად დავუთმობ ფიზმომზადების დარბაზში ვარჯიშს, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ფიზიკური კონდიციების მხრივ თავს არაკომფორტულად ვგრძნობ.
© გაზეთი “ლელო”
© ქართული პრესის კომპიუტერული არქივი
2010 წ
http://www.opentext.org.ge/10/lelo/023/023-15.htm

===========================================================


დატოვე კომენტარი

Filed under სპორტში

გიორგი შერმადინი

Giorgi Shermadini

www.interbasket.net

==========================================================

====================================================

“მახსოვს, წამიერად როგორ დამიარა ჟრუანტელმა”

Ambebi.Geსაქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი გიორგი შერმადინი და მისი მშვენიერი მეუღლე ანი ამაშუკელი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ცხოვრობენ.
გიორგი საბერძნეთის საკალათბურთო კლუბ “პანათინაიკოსში” თამაშობს.

   სრულად

 
 
 
 
 
 
 
 
===================================================================
 

შერმადინის წარმატებული დებიუტი ”ოლიმპიაში”

შერმადინის წარმატებული დებიუტი ”ოლიმპიაში”
საქართველოს ნაკრების ცენტრს გიორგი შერმადინს ლიუბლიანის “ოლიმპიაში” წარმატებული დებიუტი გამოუვიდა. ევროლიგის პირველ ტურში სლოვენიურმა გუნდმა დრამატულ ბრძოლაში თურქული “ეფესი” 95:90 დაამარცხა, შერმადინმა კი მასპინძლებს 11 ქულა შესძინა. ლიუბლიანის STOZICE ARENA-ზე თამაშის საყურებლად 8 700 მაყურებელი შეიკრიბა, რომელთაც საინტერესო და დაძაბული მატჩი იხილეს. გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, ძირითად დროში გამარჯვებასთან უფრო ახლოს თურქები იყვნენ, მაგრამ გამარჯვება მაინც მასპინძლებს დარჩათ.

შერმადინი “ოლიმპიას” სასტარტო ხუთეულში არ გამოჩენილა, მისთვის დათმობილი 15:49 წუთი კი საკმოდ შედეგიანად გამოიყენა. გიორგიმ 6-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 1 მოხსნა და 1 დაფარება წაამატა. ქართველმა ცენტრმა ბურთი ორჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მეტოქეები კი მასზე 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ლიუბლიანელთა რიგებში საუკეთესონი კევინ პინკნი (23 ქულა, 6 მოხსნა) და გორან იაგოდნიკი (21 ქულა) იყვნენ, სტამბულელთა ლიდერმა იგორ რაკოჩევიჩმა კი 23 ქულა ჩააგდო. სლოვენიური კლუბის კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი ვლადიმერ ბოისა კი ჯერაც ტრავმირებულია და თამაშს თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა.

ევროლიგის D ჯგუფში “ოლიმპიასა” და “ეფესის” გარდა მოსკოვის ცსკა, იტალიური “არმანი ჯინს მილანო”, ესპანური “ვალენსია” და შერმადინის ყოფილი კლუბი “პანათინაიკოსი” ირიცხებიან.

წყარო: http://esport.ge

======================================================================= 

SHERMADINI, GIORGI

Team: Union Olimpija
Height: 2.16
Born: 2 April, 1989
Nationality: Georgia
Position: Center
Number: 16  
    
2010-2011 STATS
PPG: 6.3
RPG: 2.8
APG: 0.4
SPG: 0.1
2P%: 69.6%
3P%: 0%
FT%: 85.7%
Player Gallery
2010-2011 STATISTICS    სრულად
================================================================

Shermadini heading to Olimpija

Georgian international power forward/center Giorgi Shermadini is on his way to Slovenian Euroleague regular Olimpija Ljubljana.

According to TalkBasket sources from Greece the move is a done deal, and the player is expected to be in Ljubljana by Wednesday.

Zeljko Obradovic was thinking of loaning out Shermadini in order for him to gain some experience and playing time and Olimpija stepped on that in order to secure another center that they were missing from their roster. But he wanted to give the player one last chance, by taking him to Gomelsky Cup and asking from the refs to surpass the protocol and allow Panathinaikos (and their opponents) to play with thirteen players, so Shermadini got some playing time.

Shermadini didn’t do so well, while the other center backup Ian Vouyoukas did great, scoring 18 points in the game he played, so the choice was clear. Shermadini himself was very positive on going on loan as he realised that with the signing of Aleks Maric and Ian Vouyoukas he would see his playing time shrink even more.

Although the status of the move is uncertain, it will probably be a two-seasons loan. The player could even get some playing time in the game against Igokea on October 9th.

The move leaves a vacant European spot on Panathinaikos roster. Whether they will fill it, remains unknown.

 ==========================================================

UNION OLIMPIJA adds Shermadini

Union Olimpija made a big addition – both in the literal and figurative sense – to its team by bringing in center Giorgi Shermadini on loan from Greek champion Panathinaikos for the coming season. Shermadini (216, 21) is considered an elite prospect, but has only received limited playing time with the Greens. Last season he averaged 4.5 points and 2.2 rebounds over 9 minutes per game in 12 Euroleague appearances. With Olimpija, he expected to see more playing time to help him develop. Shermadini grew up at Maccabi Tbilisi in his native Georgia before joining Panathinaikos two years ago. He was on the Greens roster when they won the 2009 Euroleague, though he made only one appearance that season. Shermadini is also a member of the Georgian national team. He ranked second in scoring (21.5 ppg.) and rebounding (10.5 ppg.) and first in blocks (3.7 bpg.) at the 2008 European Under-20 Championships.

“Giorgi is still a young center, but we expect a lot from him, ” Union Olimpija head coach Jure Zdovc said. “We are pleased that we agreed with Panathinaikos on this deal, and that our roster selection is slowly getting finished. Giorgi already joined us at practices and is expected to fit in our system, because we lacked players under the basket.”

Wednesday, October 06, 2010
===============================================================================

Georgi Shermadini, Georgia | Player Profile

Georgi Shermadini of PanathinakosGeorgi Shermadini (also Shermatini) is a 7-1 center from the Republic of Georgia and one of the big name prospects in Europe.

(discuss Georgi Shermadini)

As normal with younger players that sprout up before they’re bodies are ready, the 20-year old Shermadini is still years away from filling in his skinny, 7-1 frame.

But with potential as immense as his size, a 19-year old Shermadini dominated the Georgian league, averaging 33.5 points and 18.4 rebounds and 3.1 blocks in 2008-09.

In Eurobasket qualification games, Georgi joined Team Georgia and put up 4.6 points, shooting 68% from the field, and 2.3 rebounds in just 7.2 minutes a game as a backup to national team star and NBA center Zaza Pachulia.

Following his promising performances, Shermadini would sign with Greek powerhouse Panathinaikos for the 2009-10 Euroleague season.

Playing with Panathinaikos, he found himself again in a backup role, this time to league superstar Nikola Peković.

However, Sharmadini has showed his skills in early pre-season games where he has scored 16 points and 28 points.

“Three years ago, when I started my career, I coudn’t even imagine that I should be part of the best European team.” said Shermadini. “I’ll work hard to show my potential and have some playing time when coach (Željko) Obradović decides that I am ready to be on the court.”

“It’s a big honor for me and also a great opportunity.”

And Obradovic is willing to give his young players, including Milenko Tepic and Georgios Bogris, “If some big players are not there, that opens up opportunities for young prospects to prove themselves and shine.” says Obradovic

Early on, the 16-year old Shermadini started making waves of Ricky Rubio-proportions for his club team Tbilis; scoring 89 points scored against Sokhumi State University, in addition to recording games with 76, 60, 54 and 52 points.

Shermadini’s performance at the Adidas Superstar Camp earned him a selection to the World All-Star Team, but he didn’t participate because of a meniscus injury.

This same injury caused many NBA teams not to select the Georgian prospect when he declared early for the 2008 NBA draft.

Links and Resources: Georgi Shermadini Discussion (Interbasket)

დატოვე კომენტარი

Filed under სპორტში

ზაზა ფაჩულია

დატოვე კომენტარი

Filed under სპორტში

ნინო სურგულაძე

 

Biography/ბიოგრაფია

 ნინო სირგულაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა (პროფ. გ. კარიაულის კლასი; 1995-2001 წწ. ). სწავლა განაგრძო იტალიაში (ლა სკალას აკადემიაში, 2001 წ.).სურგულაძის რეპერტუარი მრავალფეროვანია. შესრულებული აქვს წამყვანი პარტიები ჯ. პერის, ბიზეს, ვერდის, შტრაუსის, მუსორგსკის, შოსტაკოვიჩის, ოფენბახის, მოცარტის, პროკოფიევის, ბეთჰოვენის და ჩაიკოვსკის ოპერებიდან.

2002 წ. მონაწილეობა მიიღო ლა სკალას სეზონის გახსნაში. მღერის კონტრაქტებით მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებში.

არის ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და II პრემიის მფლობელმა (2001 წ. ესპანეთი),
მიშკოლცის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (2005 წ.)

ვრცლად ნინო სურგულაძის შესახებ იხილეთ მისი ფანკლუბის გვერდზე   www.ninosurguladze.org                            

     ===================================================================

 

დატოვე კომენტარი

Filed under კლასიკურ მუსიკასა და სიმღერაში

07.09.2010. დათო ხუჯაძე – “სიმპატიჩნი გრუზინი” “ნესიმპატიჩნი” მოსკოვიდან

 საქართველოდან შვიდი წლის უკან, “ვარდების” ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მოსკოვში გადახვეწილი დათო ხუჯაძე შემოქმედებით წვაშია, სულ ცოტახნის უკან მორჩა ახალი კლიპის გადაღებას სტოკჰოლმში, თბილისში ერთი დღით ჩამოსვლაც მოასწრო, მშობლების მონახულებაც, მერე ერევანში გადაფრენაც და ასე “ჩიტო-გვრიტოსავით” დაუბრუნდა თავის სამუშაო სტუდიას.
დათო ხუჯაძე, ქართული პოპულარული ჯგუფ “სახეს” (მანამდე “ფლეშის”) წევრი იყო, რომლის დაშლის შემდეგ მომღერალი პოლიტიკაში აღმოჩნდა და ახალი ხელისუფლების პირველი მოძულის – ასლან აბაშიძის დიდი მონდომებით, პარლამენტის სკამზეც აღმოჩნდა (მართალია სულ რამდენიმე წუთით, მაგრამ მაინც), მისი ჯგუფის ყოფილი წევრებიდან – გოგა ხაჩიძე დღეს მინისტრია, დათო ფორჩხიძე მთავრობასთან დაახლოებული ხელოვანი (!), ძველი ჯგუფის – “ფლეშის” წევრები კი, ისინიც ხელისფლებაში, კულტურის სამინისტროს თანამშრომლები არიან. ასე, რომ ერთადერთი დათო ხუჯაძე აღმოჩნდა რომელმაც საბოლოოდ აირჩია
საკუთარი პოლიტიკა და სიმღერას ბოლომდე მიაწვა (ვაღიაროთ, ეს საქმე ყოველთვის უკეთესად გამოსდიოდა), ამიტომაც დღეს პოპულარული და მაღალანზღაურებადი მომღერალია, ყოველშემთხვევაში მისი ჰონორარის გადახდა საქართველოში ცოტას თუ შეუძლია (ბოლოს ეს, “ეკოს” ბენზინგასამართი სადგურების მფლობელმა, პარლამენტარმა გოდერძი ბუკიამ შეძლო – ხობის საერთაშორისო ფესტივალზე, შარშან), ამიტომაცაა, რომ დათო
ხუჯაძე (სოსო პავლიაშვილისა არ იყოს) აღარ მღერის ქართველებისთვის საქართველოში, სამაგიეროდ მას ყოველთვის დიდი მონდომებით უსმენენ – ერევანში, ალმა-ათაში, მოსკოვში, პეტერბურგში, ნიუ-იორკში და მოკლედ, ყველგან – მინუს თბილისი! დასანანია და როგორც ჩვენი მოძმე რუსები ამბობენ ხოლმე “ა, ჟალ, ჟალ”.

26.08.2010. მოსკოველი ქართველის სოლო, – ბათუმში

დიანა ლაბაძე ბათუმის სასტუმრო “შერატონში” მოსკოვიდან საქართველოში დროებით დაბრუნებული მომღერალი – უმშვენიერესი ქალბატონი, დიანა ლაბაძე სოლო-კონცერტით წარსდგა ელიტარული მაყურებლის წინაშე, სადაც ჯაზის და რუსული სიმღერების გარდა ორი ახალი სიმღერის პრეზენტაციაც მოაწყო – ერთი, მერაბ სეფაშვილთან (რუსა მორჩილაძის სიმღერაზე შექმნილი) და მეორე ზურა ხაჩიძესთან ჩაწერილი დუეტი. ავთო ცქვიტინიძის კაბაში გამოწყობილი ლამაზი ქალბატონი მონდომებით უმღეროდა დამსწრე საზოგადოებას და თავს არ იშურებდა თავისი პროფესიონალიზმის გამოსავლენად, რაც გამოუვიდა კიდეც, ამაზე დამსწრეთა აპლოდისმენტები და დიანასადმი კეთილგანწყობა საუბრობდა.
თამაზ ნიკოლაიშვილი ამ საღამოს ორგანიზატორი იყო, თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში მან განაცხადა, რომ მდიდრული სოლო-კონცერტი დიანას მშობლებმა დააფინანსეს. ბათუმელი პედაგოგის გადაწყვეტილებით და მშობლების დახმარებით მომღერალმა ლამაზი კონცერტი აჩუქა ქართველ მსმენელს. დიანა სექტემბრის თვეში მოსკოვს უბრუნდება, თუმცა მესიჯად ტოვებს ამბავს იმის შესახებ, რომ კვლავ დაბრუნდება და მსმენელთა უფრო ფართო წრისთვის კვლავ ჩაატარებს კონცერტს.

24.08.2010. სოსო პავლიაშვილი მალე მამამთილი გახდება

სოსო პავლიაშვილი საქართველოდან კარგახნის წინ გადახვეწილი, მაგრამ ყოველთვის საქართველოზე უზომოდ შეყვარებული (თუმცა აქ, მავანთაგან ერის მოღალატედ შერაცხული) სოსო პავლიაშვილი, მალე მამათილის წოდებას მოირგებს, როგორც ჩანს მას უკვე აღარ შესწევს ძალა თავისი პირველი შვილის (ქართული ქორწინებიდან) ლევანის გატაცებებს ხელი შეუშალოს, რადგან ჩანს ამჯერად საქმე სერიოზულადაა.
ლევანი მამასავით მექალთანე “გრუზინი” აღმოჩნდა და ამით შეწუხებულ სოსოს უკვე სერიოზულად მოუსმენია მისი გადაწყვეტილებისთვის, რომ ის და პოპულარული ჯგუფ “სლივკის” ყოფილი სოლისტი კარინა უნდა დაქორწინდნენ.
23 წლის ლევან პავლიაშვილი მოსკოვის სუვოროვის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთვარებულია და სრული სამხედრო განათლება აქვს მიღებული (რომელსაც იმედია თავისი მამის შვილი, ადრე თუ გვიან მაინც საქართველოს მოახმარს), თუმცა კარგად გვახსოვს 2000 წელს “მეგას” დაჯილდოების ცერემონიალზე, როცა მან მამამისის კუთვნილი “მეგას” სტატუეტკა მიიღო (სოსოს აზერბაიჯანში გასტროლების გამო) სცენაზე მაშინ პატარა ლევანიმ განაცხადა, რომ თავადაც ძალიან უყვარდა სიმღერა და უნდოდა მომღერალი გამოსულიყო. ჩანს მალე ქართველების საყვარელი ჯგუფის “სლივკის” ყოფილი წევრი ქართველების რძალი გახდება.

წყარო: www.stars.ge

დატოვე კომენტარი

Filed under შოუბიზნესში