Category Archives: ქარწაღებულნი

სამწუხარო ფაქტია, რომ უცხოეთში წასულ ჩვენს თანამემაულეთა გარკვეულმა ნაწილმა უცხოეთში მეძავეობას მიჰყო ხელი. ამათგან ზოგი სპეციალურად ამ საქმისთვის წავიდა, ზოგი ჩასული გაჭირვების გამო გახდა იძულებული, ზოგი კი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა და აიძულეს. სირცხვილზე მეტად ტკივილი უნდა გვაწუხებდეს, რატომ გაუხდა ქართველ ქალს საამისოდ საქმე? ჩვენ უპირველესად გამომწვევ მიზეზებზე უნდა ვიმსჯელოთ და შემდეგ გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ…

თანამედროვე ქართველი მონები სექსის ინდუსტრიაში

ხუთშაბათი, 21 ოქტომბერი 2010 10:51

თანამედროვე ქართველი მონები სექსის ინდუსტრიაში„საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპოლამდე, წვიმაში, თოვლსა და ქარბუქში 27 დღიანი მგზავრობის შემდეგ ჩავაღწიეთ. მანამდე თურქეთში, ტრაპზონსა და სტამბულში, ქართველებმა ორჯერ გაგვყიდეს. 20-30 წლის გოგონებს, 60 წელს გადაცილებული თურქი მამაკაცებისთვის სექსუალურ მომსახურებას გვაიძულებდნენ. Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ქარწაღებულნი

პოლონეთში უკანონოდ გადასვლისთვის საქართველოს კიდევ 9 მოქალაქე დააკავეს

ინტერპრესნიუსი

ბელორუსის ცენტრალური ტელევიზიის ინფორმაციით, ბელორუს-პოლონეთის საზღვართან საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც პოლონეთში არალეგალურად აპირებდნენ გადასვლას.

გორდნოელმა მესაზღვრეებმა ქართველები ერთ-ერთ აგარაკში აღმოაჩინეს. მათ შორის ყველაზე უფროსი 34 წლისაა. ისინი აცხადებდნენ, რომ სახლში ყინვისგან დაცვის მიზნით შევიდნენ. მოგვიანებით კი აღიარეს, რომ ახალი წლისთვის დასავლეთ ევროპაში გადასვლას აპირებდნენ. ამის შესახებ ისინი ბრესტში შეთანხმდნენ და საზღვრის გადაკვეთას ქალაქ გროდნოს რაიონში აპირებდნენ.

დაკავებულები მარშრუტს რუკებითა და ინტერნეტის მონაცემებით ამოწმებდნენ. ისინი უშუალოდ საზღვართან ადგილობრივებმა შენიშნეს და გეგმის განხორციელება ვეღარ შეძლეს. დაკავებულ ქართველებს სასჯელი არა მხოლოდ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, არამედ კერძო აგარაკის გატეხვისთვისაც ემუქრებათ.

დატოვე კომენტარი

Filed under ქარწაღებულნი

ქარწაღებულნი

 

ტრეფიკინგი
ტრეფიკინკის დანაშაული მსოფლიოში სიმძიმით მესამე ადგილზეა.მიუხედავად ამისა მაინც საკმაოდ გავრცელებულია და საკმაოდ მომგებიანიც. არსებობს ორი სახის ტრეფიკინგი შიდა და საზღვრებს გარეთ..  სრულად
 =====================================================
ამბის შემსწრის ნაამბობი
თბილისში ამ რამდენიმე ხნის წინ პატარა ავარია მოხდა, ერთმა დანჯღრეუმა ჟიგულმა, რომელსაც ხნიერი კაცი მართავდა, წაჰკრა გასისინებულ ფირმა მანქანას და ცოტა შეჯეჭყა. ფირმა მანქანიდან გადმოვიდა ახალგაზრდა გოგო, შეხედა გაფუჭებულ მანქანას, ჟიგულის მძღოლიც გადმოვიდა, აღიარა თავისი დანაშაული და უთხრა: “შვილო გაგირემონტებო”. რაო? იტკიცა ქალმა, რას გამირემონტებ, ეს მანქანა რომ მეყიდა, სამი წელი თურქის … პირში მედო, წახვალ და ზუსტად ასეთ ახალ მანქანას მიყიდიო…

=======================================================
 უდაბნოს თეთრი მზე ქართველებისთვის
 “…მივდიოდით დიდხანს. უდაბნოში მგზავრობა ძალიან დამქანცველია. სულ 16 ვიყავით – 12 მამაკაცი და 4 ქალი. ჯგუფში ქართველებიც იყვნენ… მაჰმუდი (მაჰმუდ სალიმი 31 წლის, ბედუინი. – ავტ.) დაგვპირდა, რომ ისრაელის საზღვარზე გადაგვიყვანდა, თითოეულმა ათას-ათასი დოლარი გადავუხადეთ, თუმცა  ბოლო წამს ყვირილი დაიწყო, – საკმარისი არ არის და ერთი იმდენი დაამატეთო. ფული არც ერთს აღარ გვქონდა. კაცები შეეპასუხნენ, დანაპირების შესრულება მოსთხოვეს. მაჰმუდი გაბრაზდა და ყველანი დაგვატყვევეს. სრულად
======================================================
იტალიაში გზადმიმავალი მძღოლის ნაამბობიდან:
იტალიაში ტრასაზე ვნახე ქართველი ქალები, საბოზაოდ იყვნენ გამოსულები. გამოველაპარაკე. ეს რომ არ გავაკეთოთ, შიმშილით ამოგვხდება სული, იმის ფულიც არა გვაქვს, რომ სახლში დავბრუნდეთო. აქ სხვა ეროვნების ქალებიც დგანან, გვეჩხუბებიან, ასე იაფად ნუ აძლევთ (სამი ევრო), ფასს ნუ აგდებდთო…

დატოვე კომენტარი

Filed under ქარწაღებულნი