Category Archives: კრიმინალნი

ევროპა შეაზანზარეს ქართველმა კრიმინალებმა, რა მასშტაბებზე გასულან, და რაც აქ გვესმის, ეს ხომ ზღვაში წვეთია, აფსუს, ეს ნიჭი და მცდელობა კაი საქმისთვის მოეხმარათ… რას ვიზამთ, ისინიც ამ დროების პროდუქტები არიან და მათი ცხოვრებაც შესაბამისად უნდა აისახოს…

ბრძოლა “ავტორიტეტებთან”

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხელისუფლებამ ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა დაიწყო. Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under კრიმინალნი

ქართული მაფია ევროპაში

23-06-2010

“ქართული მაფიის შავი ფულით ქართული ოპოზიციის ნაწილი ფინანსდებოდა“

ამერიკის ხმის ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპაში ყველაზე ცნობილ ორგანიზებული დანაშაულის ექსპერტ იურგენ როტთან

ქართული მაფია აქტიურად იყო ჩართული, შარშან თბილისში მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო დემონტრაციებში – ეს ინფორმაცია ავსტრიის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, და შვეიცარიის პოლიციის ერთობლივი ოპერაციის  – იავას შემდეგ გახდა ცნობილი. Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under კრიმინალნი

ქართული მაფია გადატრიალებას გეგმავდა

Frankfurter Rundschau

ანდრეას ფიორსტერი

ერთი წლის წინ საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებში ძლიერი კრიმინალური დაჯგუფებები უდიდეს როლს თამაშობდნენ. ავსტრიელმა გამომძიებლებმა ეს ინფორმაცია პან-ევროპული ქართული მაფიოზური ორგანიზაციის საქმის გამოძიების ფარგლებში აღმოაჩინეს. Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under კრიმინალნი

აბა ყვავებს ვინ დაიჭერს, კარგო…

13 სექტემბერი 2010

წელს ქართველმა კანონიერმა ქურდებმა თავი რამდენჯერმე შეგვახსენეს. მარტში ევროპელ სამართალდამცავებს პანევროპული ოპერაციის ჩატარება დასჭირდათ კრიმინალური დაჯგუფების 80-მდე წევრის დასაკავებლად, რომლის სათავეშიც ქართველი მაფიოზები იდგნენ. Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under კრიმინალნი

ქართული მაფია სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა

28 ივნისი 2010

არასაპარლამენტო ოპოზიციის, მაფიისა და რუსული სპეცსამსახურების კავშირზე საქართველოში ხშირად საუბრობდნენ, მაგრამ ეს ოპოზიციის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ სახელისუფლებო პროპაგანდად აღიქმებოდა. ამჯერად, ამ კავშირს ევროპელი სამართალდამცველები და მედია ადასტურებენ. Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under კრიმინალნი

დარტყმა ქართულ მაფიას ავსტრიაში

12 მარტი, 2010

მარტში ევროპის ექვს ქვეყანაში, სულ მცირე, 69 ქართველი დააკავეს. კარგად ორგანიზებული ქართველი კრიმინალების დაჯგუფების დაკავების მომდევნო დღეებში ვენაში ბინის ქურდობებმა 50%-ით იკლო.

მეორადი ტანსაცმელი, ციფრული კამერები და სამკაულები –  ქართულ ბაზარზე ბევრი რამ იყიდება. სავსებით შესაძლებელია, რომ ის საგნები, რომელსაც თბილისის და ქუთაისის ბაზრობებზე ნახავთ, ვენის სახლებიდან იყოს მოპარული.

მარტის შუა რიცხვებში ევროპელმა პოლიციელებმა შეთანხმებულად დააკავეს კარგად ორგანიზებული ქართველი კრიმინალები. “ოპერაცია ჯავას” ფარგლებში, რომელსაც კოორდინაციას უწევდნენ ესპანელი პროკურორები, ექვს ქვეყანაში სულ ცოტა 69 ქართველი ეჭვმიტანილი დააკავეს. ესპანეთთან ერთად, ვენა კრიმინალური ქსელის ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია. მაღაზიებისა და მანქანების გაქურდვის გარდა, ქართველმა კრიმინალებმა ავსტრიაში ბინების ქურდობასაც მიჰყვეს ხელი. ვენის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ბოლო თვეებში ქართველი მძარცველები პასუხისმგებელნი იყვნენ მთელ დედაქალაქში მომხდარი ბინის ქურდობების მეოთხედზე. ერთ-ერთ ბინაში, რომელსაც კრიმინალები ნაქურდალის შესანახად იყენებდნენ, პოლიციელებმა აღმოაჩინეს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოპარული 37 კილოგრამი ძვირფასეულობა. ნაძარცვის დიდი ნაწილი უკვე გაყიდული იყო ვენის შავ ბაზარზე ან გაგზავნილი საქართველოში რეგულარული ფოსტით ან DHL-ით.

ავსტრიელმა პოლიციელებმა დააკავეს ორი ქართველი კანონიერი ქურდი, რომლებიც აკონტროლებდნენ ქართულ დაჯგუფებებს ავსტრიასა და მეზობელ ქვეყნებში. ერთ-ერთმა მათგანმა წარსულში უკვე გაატარა 4 წელი ავსტრიის ციხეში. მანამდე ის პირველად 2005 წელს დაიჭირეს.

დღეს ქართველი კანონიერი ქურდების უმრავლესობა საქართველოს ციხეში ზის. ზოგიერთმა მათგანმა ქვეყანა დატოვა და რუსეთში თუ ევროპის ქვეყნებში დამკვიდრდა.

ქართული კრიმინალური ქსელის თითქმის ყველა წევრმა ავსტრიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. 2009 წელს 975-მა ქართველმა მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი, აქედან მხოლოდ 5% დააკმაყოფილეს, ისიც იმიტომ, რომ არსებობდა ჰუმანიტარული მიზეზები – მაგალითად, ზოგიერთს აწუხებდა სერიოზული დაავადებები. ავსტრიული პოლიციის ცნობით, ქართველების ნახევარი, მათ შორის ბავშვები და ქალები, რომლებმაც პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეს, წარსულში ნასამართლევი იყო.

ამის მიუხედავად, ავსტრიას ქართველი კანონიერი ქურდების საქართველოში ექსტრადირება ორი მიზეზის გამო არ სურდა: პირველი, რომ 2005 წელს მიღებული საქართველოს კანონი, რომელიც ყველა ‘კანონიერი ქურდის~ წოდების მქონე პირისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, საერთაშორისო სტანდარტებს ძნელად თუ შეესაბამება; და მეორე, რომ საქართველოს გადატვირთული ციხეების პირობები საერთაშორისო სტანდარტებში არ ჯდება.

“მთლიანობაში, ქართველები ავსტრიის კრიმინალურ სამყაროში დიდ როლს არ თამაშობენ”,  –  ამბობს ავსტრიელი უსაფრთხოების ექსპერტი, რომელსაც ურჩევნია ანონიმურად დარჩეს, – მაგრამ ისინი აკეთებენ იმას, რაც ხალხს ძალიან აბრაზებს: ძარცვავენ მათ ბინებს”.

დაბალი რანგის ქართველი კრიმინალების დიდი ნაწილი, ე.წ. “ქვეითები” ქუთაისიდან, ისტორიულად, ქართული ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ცენტრიდან არიან. როდესაც ვენაში დასჭირდებოდათ სპეციალური უნარების მქონე ქურდი, ასეთის რეკრუტირებას ახდენდნენ საქართველოში, ქმნიდნენ ლეგენდას, რომ მას პოლიტიკურად დევნიდნენ და მიჰყავდათ ავსტრიაში. ათამდე ადამიანი ცხოვრობდა ცუდი პირობების საცხოვრებლებში; სამკაციანი ჯგუფები ახორციელებდნენ ბინის ქურდობებს, ხანდახან რამდენიმე საათის განმავლობაში რამდენიმე კარგად დაცულ ბინას “ტეხავდნენ”. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ვენაში ჯერ კიდევ  100-მდე ქართველი ქურდი დარჩა. ისინი კრიმინალური სამყაროს ყველაზე დაბალ საფეხურებზე არიან, ბევრი მათგანი ნარკომანია და, ავსტრიული მედიის ცნობით, ახლა უკვე ბოსების გარეშე არიან დარჩენილები, რადგან მათი ლიდერები დააპატიმრეს.

ავსტრიელ გამომძიებლებს აინტერესებთ, თუ რამდენად დასუსტდა დაპატიმრებების შემდეგ ქართული კრიმინალური ქსელი. დაპატიმრებების მომდევნო დღეებში ბინის ქურდობებმა ვენაში 50%-ით იკლო.

“ევროპული პოლიციისთვის ძალზე რთულია მსგავსი ეთნიკური ბანდების ინფილტრაცია. ვფიქრობ, ქართული მხარის ჩარევის გარეშე, ეს  შეუძლებელი იქნებოდა”, – ამბობს ელდარ გოგოლაძე, ქართული უშიშროების ძალების ყოფილი ხელმძღვანელი შევარდნაძის ადმინისტრაციაში. გოგოლაძე ამატებს, რომ 70-იან და ადრეულ 80-იან წლებშიც მოსკოვის პოლიცია ეყრდნობოდა ქართველი პოლიციელების ცოდნასა და მხარდაჭერას, რომ საბჭოთა კავშირის დედაქალაქში მსგავსი ქსელები გაეშიფრათ.

“გამოძიებები ძალიან, ძალიან რთული იყო, – ეთანხმება მას ერნსტ გეიგერი, ავსტრიის ფედერალური პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, – ჩვენ ჩავიწერეთ ათასობით სატელეფონო საუბარი და მოგვიწია მათი გადათარგმნა”, – ამბობს ის. ქართველი კრიმინალები ხშირად იყენებდნენ კოდირებულ ენას და ჟარგონს, რაც ასევე ართულებდა პოლიციის მუშაობას. ამის მიუხედავად, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ქართულ და ავსტრიულ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტებს შორის შეუფერხებლად მიმდინარეობდა. გეიგერი აცხადებს: “საქართველოში მთავრობაც დაინტერესებულია, რომ თავიდან მოიშორონ ევროპაში მყოფი ქართველი კრიმინალები, რადგან ისინი აზიანებენ ქვეყნის რეპუტაციას”.

ინფორმაციის შეუფერხებელი გაცვლის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ვენაში პოლიციის ატაშე ჰყავს. შესაბამისად, ავსტრიასაც ჰყავს საკონტაქტო პირი თბილისში.

ქართველმა კანონიერმა ქურდებმა  ისეთი მსხვილი და სტრუქტურიზებული იერარქია შექმნეს, რომ გამოცდილი ავსტრიელი გამომძიებლებიც კი გააოცეს. “მსგავსი სტრუქტურების წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ მთელი ევროპის მასშტაბით შეიძლება. ცალკეულ ქვეყანას ამისი განხორციელების მცირე შანსი აქვს. გამომძიებელმა უნდა შეისწავლოს კრიმინალების სამშობლო და ინტერკულტურულად დაადგინოს, თუ სად არის პრობლემები”, – ამბობს გეიგერი.

ყოველკვირეული ავსტრიული ჟურნალი “პროფილი” წერს, რომ ბოლო თვეებში ქუთაისური კლანები დიდი წნეხის ქვეშ იყვნენ, რათა გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ბევრი ფული ეშოვნათ. ვენაში თავიანთ აქტივობებთან ერთად, მათ მსხვილი ინვესტიციები განახორციელეს უძრავ ქონებაში ბარსელონასა და ესპანურ კოსტა ბრავაზე. ესპანური უძრავი ქონების ფინანსური საპნის ბუშტი, რომელიც ახლახან გასკდა, ქართველ კრიმინალებს დიდ დანაკარგებად დაუჯდათ. ამ დანაკარგების საკომპენსაციოდ და საქართველოში დარჩენილი ოჯახების დასახმარებლად მათ ავსტრიაში სულ უფრო მეტი საცხოვრებელი სახლის გაქურდვა უწევდათ.

წყარო: http://liberali.ge

დატოვე კომენტარი

Filed under კრიმინალნი

კრიმინალნი

69 suspected Georgian mafia members arrested in huge crackdown in Europe

69 suspected Georgian mafia members arrested in huge crackdown in Europe

=======================================================

ქართველების ხელმრუდობა – თავისტკივილი ევროპელებისათვის

ევროპა და ამერიკა რას მიქვია? ბოლო დროს ქართველებს დედამიწის მივიწყებულ კუნჭულებშიც კი ნახავთ. ქართველების დიდი ნაწილი უცხოეთში სამწუხაროდ მოსაპარად მიდიან და ბევრი ფიქრობს, რომ განვითარებულ ქვეყნებში თავის რჩენის ერთადერთი საშუალება სწორედ ხელმრუდობაა.
ქართველი რისი ქართველი იქნება ყველაგან თავისი განსაკუთრებული კვალი თუ არ დატოვა.. მაგალითად ავსტრიის დედაქალაქ ვენის პოლიციაში დღესაც გამოკრულია ერთი მეტად უცნაური კრიმინალური საქმის აღწერა, (დამნაშავეთა ფოტოებითურთ) რომელიც ხუთი წლის წინ ქართველებმა ჩაიდინეს და ახლაც გაურკვეველია ამ დანაშაულის თავი და ბოლო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სამმა ქართველმა ბიჭმა ფულის გაკეთების ასეთი მეთოდი მოიფიქრა:
ტელეფონზე დაურეკავდნენ რომელიმე წინასწარ შერჩეულ შეძლებულ ავსტრიელს და აფრთხილებდნენ, რომ შესაძლებელი იყო მათ ბინაში რამდენიმე დღეში ყაჩაღები შევარდნილიყვნენ. ავსტრიელი ამ ამბით რა თქმა უნდა ძალიან შინდებიდა და ინტერესდებოდა მათი ვინაობით, რომლებმაც ეს ამბავი ამცნეს.
ქართველები ავსტრიელს უმარტავდნენ, რომ ისინი ასევე ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ და მხოლოდ მათ შეეძლოთ ბინის მძარცველების შეჩერება და ამ საქმეში ბინის პატრონისაგან გარკვეულ თანხას ითხოვდნენ. მოთხოვნილი თანხა დიდი არ იყო და ამ “ანკესზე” არაერთი მოქალაქე წამოეგო. ქართველებმა ამ გზით თურმე იმდენი ფული იშოვნეს, რომ ბატონებივით ცხოვრობდნენ და პოლიციამ მათი გამოჭერა ავსტრიაში მცხოვრები ქართველი გოგონას დახმარებით მოახერხა.
ეს ისტორია არაფერია იმასთან შედარებით, რაც გერმანიაში მოხდა.
გია ჭუბაბრია, სტუდენტი: “ერთი კვირის წინ გერმანიიდან ახლადჩამოსულმა ახლობელმა თავად მიამბო იმ ხერხებზე, რომლებსაც ბერლინში იყენებდა ფულის გასაკეთებლად.
დღე და ღამე იდგა ქუჩაში და საკმარისი იყო დაენახა ქუჩაში ნაგვის დამგდები, ან რაიმენაირად კანონის დამრღვევი ადამიანი, მივიდოდა მასთან, ამოიღებდა ჯიბიდან გერმანიის კანონების კრებულს და უხსნიდა რა დააშავა და მის მიერ ჩადენილი კანონდარღვევა რა რაოდენობის თანხის გადახდას ითვალისწინებდა.
მერე უკვე მუქარაზე გადადიოდა და ეუბნებოდა, ცოტა ფული მომეცი, თორემ პოლიციაში მივალ და დიდი ჯარიმის გადახდა მოგიწევსო. კანონმორჩილი ევროპელისათვის ასეთი შეთავაზება რა თქმა უნდა უცნაური იყო, მაგრამ მერე ასკვნიდა, რომ ბევრად უჯობდა ცოტა ფული გადაეხადა, ვიდრე მერე დიდი ჯარიმა. ამიტომაც ასეთ კორუფციულ გარიგებაზე არაერთი გერმანელი წამოეგო. აღსანიშნავია, რომ ამ ქართველი შანტაჟისტის დაკავება გერმანიაში ვერავინ შეძლო და ეს კაცი დღესაც ტრაბახობს თავისი ევროპული “გმირობებით”.
როდესაც ქართველები უცხოეთში მიდიან არავინ არ ამბობს, რომ იქ მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო ქურდობა და შანტაჟია. ქართველები უცხოეთიდან გზავნიან ფოტოებსა და ვიდეოკასეტებს, სადაც ჩანს, თუ როგორ განცხრომაში ცხოვრობენ. სინამდვილეში კი, ეს უბრალოდ დადგმული სპექტაკლი და ნათესავების მოსატყუებელი ბლეფია. ბევრი ქართველი უცხოეთში მაწანწალაზე კარგად არ ცხოვრობს და მათი ყოფა იმის მიხედვით უმჯობესდება, თუ რამდენად ძვირადღირებული ნივთების მოპარვას შეძლებენ.
ვოვა კუპატაძე, პროგრამისტი: “რამდენიმე წლის წინ ამერიკაში ჩასულმა სამი შვილის ქართველმა დედამ, არც მეტი არც ნალები, ძვირადღირებული ქურქების მოპარვა დაიწყო. მაღაზიაში შესულ ხანშიშესულ ქალბატონებს როგორც წესი განსაკუთრებული ეჭვის თვალით არ უყურებენ და ეწორედ ეს კეთილგამწყობა გამოიყენა ამ ქალმაც.
მოპარულ ქურქებს უპობლემოდ ასაღებდა ამერიკაში უხვად მყოფ ემიგრანტებზე და აღებული ფულით თბილისში რამდენიმე ბინის ყიდვაც შეძლო. მაგრამ წარმოიდგინეთ საქართველოში მყოფი მისი ოჯახი როგორ შერცხვა, როდესაც ყველამ გაიგო, რომ მათი მარჩენალი სამი შვილის დედა, ამერიკის პოლიციამ უკანასკნელი ჯიბგირივით მაღაზიაში ქურდობისას დაიჭირა და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა”.
არანაირ ფულად არ ღირს ესოდენი თავისმოჭრა. მითუმეტეს ქალისათვის, რომლის შვილებსაც ეს სირცხვილი ალბათ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.
ძნელია უგულველჰყო ფაქტები, როდესაც უცხოეთში მყოფი ქართველების კრიმინალური საქმიენობის შესახებ ამბებს ისმენ, მაგრამ ასეთი არასასიამოვნო ისტორიები ჩვენში ბევრს უკვე აღარ უკვირს და ახალი დროის საქართველოსათვის მსგავსი სისაძაგლეები ყოფის ნაწილად იქცა.
წყარო: pressa.ge  ( www.saally.com -dan)

==============================================================

მალაიზიური სამკუთხედი

 28 ოქტომბერს, მალაიზიაში ქართველი ნარკოკურიერი ქალების დაკავებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა კითხვები, რა უნდოდათ დარეჯან კოხტაშვილს და ბაბუცა გორდაძეს მალაიზიაში, ან იცოდნენ თუ არა ნარკოტიკული ტვირთის შესახებ, ყველას ერთნაირად აწუხებს.   სრულად

=============================================================

დატოვე კომენტარი

Filed under კრიმინალნი