თავფურცელი

ძვირფასო თანამემაულენო!

გამოთქმა: “ქართველები თავისთვის ვირებს აკეთებენ და სხვისთვის ბედაურებსო”,  შემთხვევით არ შექმნილა. ჩვენი ისტორიის მანძილზე მრავალმა ქართველმა დიდი წვლილი შეიტანა უცხო ქვეყნების დიდებისათვის მაშინ, როცა მის ქვეყანას ძალზე უჭირდა. დღესაც რამდენი მეცნიერი, ხელოვანი, სპორტსმენი, ბიზნესმენი დგას უცხო ქვეყნის სამსახურში?
ახლა სურათი ცოტა შეიცვალა, უკვე „ბედაურებსაც “და „ვირებსაც“  სხვისთვის ვაკეთებთ. უცხოეთში წასული მილიონი ქართველიდან უმრავლესობა სწორედ რომ მძიმე, დამამცირებელ სამუშაოს ასრულებს, რათა ოჯახს ლუკმაპურის ფული მოაწოდოს. უბედურება ისაა, რომ ასეთ შავ მუშებად წასვლის მსურველთა  რიცხვი არა თუ კლებულობს, პირიქით მატულობს.

რა ხდება, ამ გაჩირაღდნებული, პირველი დამსაქმებელი, პირველი რეფორმატორი, პირველი შოუქვეყნიდან რატომ გარბიან საშოვარზე ჩვენი თანამემამულენი მეორეხარისხოვან, კრიზისში ჩაძირულ ქვეყნებშიც კი?..

ანდა წასულები რატომ არ ჩქარობენ უკან დაბრუნებას?…

ანდა ჩამოსულები რატომ ნანობენ?..

ვისაც მოუვლია უცხოეთი, ვინც კიდევ იქაა ნებით თუ უნებურად, აღწერეთ თავსგადანახედი, რომ შევქმნათ თანამედროვე ქართული ემიგრაციული ისტორია თავისი შუქჩრდილებით დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის. გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები. ეს ვებ-გვერდი მხოლოდ ახლა იდგამს ფეხს. თუ თქვენს შესახებ ვებ-სივრცეში ინფორმაცია არსებობს და აქ ჯერ არ გაგვიშვია, არ იფიქროთ რომ რაიმე ნიშნით უკანა პლანზე გწევთ,  თუ ინიციატივას გამოიჩენთ, მოგვაწვდით თქვენს შესახებ მასალებს, მადლობელი დაგრჩებით.

ქართველ წარმატებულ ემიგრანტებს მნიშვნელოვანი როლი შეგიძლიათ ითამაშოთ საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის განვითარებაში.  შემუშავებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელთა რეალიზება თქვენი მხარდაჭერის გარეშე  გაგვიჭირდება. უპრიანია უცხოეთში გაიხსნას „სამოქალაქო მოძრაობის“ საქველმოქმედო ანგარიში, რომელზეც მოხდება სახსრების მობილიზება და კონკრეტული პროეტების მიხედვით ხარჯვა,  თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s