Monthly Archives: იანვარი 2011

”ფერეიდანის მიწას ვხნავ, აგერ ოთხასი წელია…”

ფერეიდანში ასე ამბობენ: – ”ვინაც რო ციცისკიბეს გაივლის, ის სამშობლოში დაბრუნდებაო…”

სრულად

დატოვე კომენტარი

Filed under გაუწყვეტელი ძაფები

თანამედროვე ქართველი მონები სექსის ინდუსტრიაში

ხუთშაბათი, 21 ოქტომბერი 2010 10:51

თანამედროვე ქართველი მონები სექსის ინდუსტრიაში„საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპოლამდე, წვიმაში, თოვლსა და ქარბუქში 27 დღიანი მგზავრობის შემდეგ ჩავაღწიეთ. მანამდე თურქეთში, ტრაპზონსა და სტამბულში, ქართველებმა ორჯერ გაგვყიდეს. 20-30 წლის გოგონებს, 60 წელს გადაცილებული თურქი მამაკაცებისთვის სექსუალურ მომსახურებას გვაიძულებდნენ. Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ქარწაღებულნი

პოლონეთში უკანონოდ გადასვლისთვის საქართველოს კიდევ 9 მოქალაქე დააკავეს

ინტერპრესნიუსი

ბელორუსის ცენტრალური ტელევიზიის ინფორმაციით, ბელორუს-პოლონეთის საზღვართან საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც პოლონეთში არალეგალურად აპირებდნენ გადასვლას.

გორდნოელმა მესაზღვრეებმა ქართველები ერთ-ერთ აგარაკში აღმოაჩინეს. მათ შორის ყველაზე უფროსი 34 წლისაა. ისინი აცხადებდნენ, რომ სახლში ყინვისგან დაცვის მიზნით შევიდნენ. მოგვიანებით კი აღიარეს, რომ ახალი წლისთვის დასავლეთ ევროპაში გადასვლას აპირებდნენ. ამის შესახებ ისინი ბრესტში შეთანხმდნენ და საზღვრის გადაკვეთას ქალაქ გროდნოს რაიონში აპირებდნენ.

დაკავებულები მარშრუტს რუკებითა და ინტერნეტის მონაცემებით ამოწმებდნენ. ისინი უშუალოდ საზღვართან ადგილობრივებმა შენიშნეს და გეგმის განხორციელება ვეღარ შეძლეს. დაკავებულ ქართველებს სასჯელი არა მხოლოდ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის, არამედ კერძო აგარაკის გატეხვისთვისაც ემუქრებათ.

დატოვე კომენტარი

Filed under ქარწაღებულნი